აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 594 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

20:34, 21.09.2021

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 594 შემთხვევა გამოვლინდა, 2 543 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 475 053 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 439 080 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი