აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 277 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 277 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ინფიცირებული

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 277 შემთხვევა გამოვლინდა, 853 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 494 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 474 514 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი