აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 265 შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 265 შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 265 შემთხვევა გამოვლინდა, 868 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 654 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 495 332 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 475 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 709 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 241-ს შეადგენს.