აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსი ირანიდან ჩასულ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკში განათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. მათ შორისაა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც რუსეთის მოქალაქეს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი საერთაშორისო მასშტაბით 79 ათასს აღწევს. დაღუპულია 2 778 ადამიანი. ვირუსისგან 36 ათასზე მეტი პირი განიკურნა.