აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა
აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

აზერბაიჯანში დღეს ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის განხილვა გაიმართება. მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ბელაქანის რაიონული სასამართლო საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელი პროცესის შემდეგ კი, ადვოკატის ვარაუდით, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა, თუმცა როდის გამოაცხადებს განაჩერნს, უცნობია.

აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. 31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.