აზერბაიჯანში ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების არჩევნებია. ხმის მოცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო. მთელი ქვეყნის მაშტაბით 118 ოლქში გახსნილია 5049 საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ქვეყნის მაშტაბით 1606 მუნიციპალიტეტში 15 156 ადგილისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. აზერბაიჯანის საარჩევნო კომისიის განცხადებით, კანდიდატთა ერთი მესამედი 13 პოლიტიკური პარტიის მიერაა წამოყენებული, დანარჩენები კი საინიციატივო ჯგუფების მიერ.

ხმის მიცემის პროცესს 52 ათასი ადგილობრივი და 17 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. 1000 საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.

არჩევნების პირველადი შედეგები გვიან ღამით გამოცხადდება. საბოლოო შედეგები კი ცნობილი გახდება 25 დღის შემდეგ.

ეს აზერბაიჯანის ისტორიაში რიგით მეხუთე მუნიციპალური არჩევნებია. არჩევნების დღე ქვეყანაში დასვენების დღედ არის გამოცხადებული.