აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, 41 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 205 კი დაშავდა
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, 41 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 205 კი დაშავდა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 27 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, სომხეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 41 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 205 კი დაშავდა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დაზიანებულია 146 სამოქალაქო შენობა, 57 მრავალსართულიანი კორპუსი, 1 165 სახლი.