აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

12:40, 14.01.2023

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით 12:36 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

მსგავსი