აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპული 31 სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხედრების სამძებრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, სულ საომარი მოქმედებების ზონაში ნაპოვნია 1 318 გარდაცვლილი.
სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყარაბაღში სულ 3 500 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ბევრი სამხედრო ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ რუსი სამხედროები და ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შარშან, სექტემბერში დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა. მხარეები კონფლიქტის ზონაში რუსი ჯარისკაცების დისლოცირებაზე შეთანხმდნენ.