აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ჯეიჰუნ ბაირამოვმა თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს გუშინ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ასევე, სომხურ მხარეს ბოლო შანსი მიეცა, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს.

სატალეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გაერო-ს რეზოლუციების შესრულება.