აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებული სიტუაცია იყო.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ორჯერ გაფორმების მიუხედავად, მხარეები სარაკეტო თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.