აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

11:55, 23.09.2025

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა მოლაპარაკებები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე. მინისტრები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი