აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აზერბაიჯანისა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის საგარეო უწყების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრისას, ამირ-აბდოლაჰიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ თეირანს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სურს ყოვლისმომცველი ორმხრივი ურთიერთობების დამყარება და ხაზი გაუსვა ირანული მხარის მზადყოფნას აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიების აღმშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად.

ირანელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის აუცილებლობას და კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარების მოწოდებით გამოვიდა.

თავის მხრივ, ბაირამოვმა აქცენტი გააკეთა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი კავშირების გაფართოების აუცილებლობაზე.