აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის ბოლო დროს არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება

12:18, 13.10.2021

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო კავშირით ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის ბოლო დროს არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყება იტყობინება.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის პოზიციით, ყველა სახის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

 

მსგავსი