აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ირანის მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ირანის მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ირანის მიერ შექმნილი ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ასგაროვ ზაჰირ ფახრედინ ოღლუ, რომელიც კასპიის ზღვის ნავთობის ფლოტში გემის კაპიტანად მუშაობდა, ირანში, ქალაქ ყუმში, რელიგიური განათლების მიღების პერიოდში, ფინანსური ინტერესის სანაცვლოდ, ქვეყნის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა.

გავრცელებული ცნობით, ასგაროვ ზაჰირ ფახრედინ ოღლუ აზერბაიჯანში მოქმედი უცხო ქვეყნების კომპანიებისა და წარმომადგენლობების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, ეჭვმიტანილი ასევე აგროვებდა ინფორმაციას კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული წვრთნების ადგილისა და დროის შესახებ, ასევე, ნავთობის პლატფორმებზე გადატანილი ტვირთების თაობაზე.

კიდევ ერთმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რასულოვ ელნურ აკიფ ოღლუ 2018 წელს ირანში იმყოფებოდა სამკურნალოდ, რა დროსაც იგი დათანხმდა ირანის ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან ფარულ თანამშრომლობას. გამოძიების თანახმად, აღნიშნული პიროვნება ბაქოში განთავსებულ სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებს ფოტოებს და ვიდეოს უღებდა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რელიგიური განათლების მისაღებად იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე, აღაზადე ბახტიარ რაფიქ ოღლუ, რა დროსაც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, დათანხმდა ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას და პოლიტიკურ პროცესებზე, სამხედრო შენაერთებსა და სამხედრო მეთაურებზე ირანის სპეცსამსხურებისთვის ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.