აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დათხოვნის საკითხს 2 დეკემბერს განიხილავენ
აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დათხოვნის საკითხს 2 დეკემბერს განიხილავენ

აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დათხოვნის საკითხს 2 დეკემბერს განიხილავენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, პარლამენტის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ამის შესახებ ოკტაი ასადოვმა დღეს გამართულ მილი მეჯლისის სხდომაზე ისაუბრა.

28 ნოემბერს აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მმართველ პარტიაში მიზეზად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფო მეთაურის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას. „ენი აზერბაიჯანის“ წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისგან დისტანცირებულია.

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2015 წლის ნოემბერში გაიმართა, შემდეგი კი 2020 წელს იყო ჩანიშნული. მილი მეჯლისი 125 მანდატია და დეპუტატებს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.