აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ [ვიდეო]

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის არმიის სამხედრო შენაერთები მთიანი ყარაბაღის აღდამის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს, 20 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის არმიის გადაადგილების ამსახველი კადრები სოციალური ქსელებით ვრცელდება.

9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, აღდამის რაიონი 20 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.

დატოვე კომენტარი