აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს“
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის უკანონო ფორმირებებმა თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, „სომხურმა უკანონო ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებულია რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, მორიგ ჯერზე გამოიყენეს რადიოსიხშირული ჩარევა უცხოური ავიაკომპანიების იმ სამგზავრო თვითმფრინავების GPS ნავიგაციის სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებით ასრულებდნენ ფრენებს“.

„რადიოსიხშირული ჩარევის შედეგად, 18 სექტემბერს, 20:28-დან 20:34-მდე თბილისი-ბაქოს რეისის „აზერბაიჯანული ავიახაზების“ E-190-ის სამგზავრო ლაინერის GPS ნავიგაცის სისტემაში შეფერხება მოხდა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.