აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე ხორციელდება.
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, ასევე ერთი ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში და მინგეჩაურში დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან ერთად მიემგზავრება.
#Azerbaijan Army controls the operational situation along #front. #Armenian occupation forces, violating humanitarian truce, ATK in the direction of Aghdere-Aghdam and Fizuli-Jabrayil. ENY repelled.
ENY lost: large number of troops, 3 #MLRS, 1 T-72, several vehicles.— Azerbaijan MOD (@wwwmodgovaz) October 12, 2020