აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არალეგალურმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არალეგალურმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივლისს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფმა სომხეთის არალეგალურმა რაზმებმა, სადაც დროებით რუსი სამხედროები არიან განთავსებული, ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გახსნეს ქალაქ შუშას მიდამოებში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.

ინციდენტთან დაკავშირებით, სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.