აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგის 2 300-მდე ჯარისკაცია დაღუპული
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგის 2 300-მდე ჯარისკაცია დაღუპული

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგის 2 300-მდე ჯარისკაცია დაღუპული.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ბატალიონის ზომის შენაერთს აღდერე-ტერტერის ფრონტზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს.

ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის არმია ქალაქ ტერტერის რეგიონში სამოქალაქო დაწესებულებებს ბომბავს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ჯაბრაილის რეგიონს მოწინააღმდეგისგან წმენდენ.