აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის არმიამ 250-მდე ტანკი და საბრძოლო მანქანა დაკარგა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის არმიამ 250-მდე ტანკი და საბრძოლო მანქანა დაკარგა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 10-დღიანი ბრძოლის შემდეგ განადგურებულია სომხეთის არმიის 250-მდე ტანკი და საბრძოლო მანქანა, 270 ერთეული საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 60 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 11 ერთეული სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი და ერთი ერთეული „S-300“-ის მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სიცრუეს უწოდებს სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთის არმიამ საბრძოლო პოზიციები დაიბრუნა.

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმია ტერტერის და ფიზულის რაიონებში დასახლებულ პუნქტებს ბომბავს.