აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს კონფლიქტის ზონაში, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს კონფლიქტის ზონაში, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა აგდერის, ფიზული-ჯებრაილისა და გუბადლის მიმართულებებზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, დაკავებულია მოწინააღმდეგის პოზიციები. სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედროებისა და ტექნიკის დანაკარგის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამასთან, ოფიციალური ბაქო მოწინააღმდეგე მხარეს დილიდან ტერტერის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი წერს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალებმა დილით ჩამოაგდეს აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი. სომხეთის თავდაცვის უწყებაში კონფლიქტის ზონაში ვითარებას აფასებენ როგორც სტაბილურად დაძაბულს.

ამასთან, სომხური მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას აზერბაიჯანის მიერ ქალაქ ზანგილანის დაკავების შესახებ.