აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ზოგადი დაძაბულობა შენარჩუნებულია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ზოგადი დაძაბულობა შენარჩუნებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ზოგადი დაძაბულობა შენარჩუნებულია.

თავდაცვის უწყების განცხადებას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 53-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების გამოყენებით.

სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ამჟამად აზერბაიჯანული სამხედრო დანაყოფები ადგილზე შექმნილ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა.