აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთთან საბრძოლო მოქმედებებში ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთთან საბრძოლო მოქმედებებში ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთთან საბრძოლო მოქმედებებში ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს სასაზღვრო ზონაში სერჟანტი, ნაზიმ ისმაილოვი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12 ივლისის შემდეგ, სასაზღვრო ზონაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტოვუზის რაიონის მიმართულებაზე დილის 05:45 საათიდან მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო ოპერაცია, რომლის ფარგლებში ლიკვიდირებულია 20 სომეხი ჯარისკაცი და განადგურებულია ერთი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი ერთეული რადიოლექტრონული ბრძოლის საშუალება, საბრძოლო პოსტები დასაყრდენი პუნქტები. ცოცხალი ძალის დანაკარგებს სომხეთის მთავრობა არ ადასტურებს.