აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოს, ბასარგეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ცეცხლი გახსნეს ქალბაჯარის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების მიმართულებით. მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგები არ არის, ხოლო ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

სომხეთს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.