აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, ვედის რაიონის არაზდეიენის პუნქტთან განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქსკის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ნაწილების მიმართულებით. სროლის შედეგად აზერბაიჯანის მხარეს არავინ დაშავებულა.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ნაწილებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს, ხოლო ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

ინციდენტთან დაკავშირებით სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.