აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ბაგიფ დარგიაჰლის განცხადებით, სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ აზერბაიჯანის არმიის უახლესი სარაკეტო კომპლექსები სომხეთის მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა.

მისი თქმით, ეს სომხეთისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სომხური მედია გამოეხმაურა. „ნიუსამი“ წერს, რომ აზერბაიჯანის თავდაცის სამინისტრომ ვერ გათვალა, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა დააზარალებს არამხოლოდ სომხეთს, არამედ თურქეთსა და თავად აზერბაიჯანს.

დატოვე კომენტარი