აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ განადგურებული ტექნიკის ჩამონათვალს აქვეყნებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ განადგურებული ტექნიკის ჩამონათვალს აქვეყნებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი, განადგურებული ტექნიკის ჩამონათვალი გაასაჯაროვა. როგორც ბაქოში აცხადებენ, სომხური მხარე პოზიციებს კარგავს და იძულებულია უკან დაიხიოს.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, ოთხი დღის საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია: სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 22 ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა, 228 ერთეული საარტილერიო დანადგარი და ნაღმმტყორცნი, 30 ერთეული ანტისარაკეტო სისტემა, ექვსი სამეთაურო პუნქტი, ხუთი საწყობი, 110 ერთეული ავტომობილი და ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ეს-300“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.