აზერბაიჯანი და სომხეთი საბრძოლო მოქმედებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი საბრძოლო მოქმედებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ტერტერის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი დილით გახსნა. ამასთან, აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ღამის განმავლობაშიც განაგრძობდა და აზერაიჯანული პოზიციების მიმართულებით სხვადასხვა სახის იარაღიდან ხსნიდა ცეცხლს.

ბაქოში აცახებენ, რომ საპასუხო ზომების შედეგად სომხეთს აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის დანაკარგი. თავის მხრივ, სომხეთი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მარტუნისა და ასკეანის რაიონების დასახლებების დაბომბვაში სდებს ბრალს. ერევანის მტკიცებით, აზერბაჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ იარაღს იყენებს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საბრძლო მოქმედებები ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებაზე გრძელდება.