აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აყვანილმა ერთ-ერთმა სომეხმა ჯარისკაცმა აღიარა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ქურთი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან და სომეხ სამხედროებს წვრთნებს უტარებენ.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის იერიშებს 63 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 298 კი დაშავდა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის არმიის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.