აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე სადაზვერვო ფრენების განხორციელებას ცდილობდნენ, თუმცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორივე  გაანადგურა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთის არმიის სამხედროებმა სნაიპერული შაშხანები გამოიყენეს და ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 62-ჯერ დაარღვიეს.

აზერბაიჯანის არმიის მიერ მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 17-ჯერ დარღვევის შესახებ განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. ერევანში ამბობენ, რომ სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის მხრიდან 183 გასროლა განხორციელდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები თავშეკავებას იჩენენ და მხოლოდ მოწინააღმდეგის გახსნილ ცეცხლზე რეაგირებენ.