აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში თეთრი ფოსფორის გამოყენებას უარყოფს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში თეთრი ფოსფორის გამოყენებას უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში თეთრი ფოსფორის გამოყენებას უარყოფს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის არმიის შეიარაღებაში საერთაშორისო სამართლით აკრძალული შეიარაღება არ არის და დეზინფორმაციის გავრცელებით სომხეთის ხელისუფლება საკუთარი დანაშაულების დამალვას ცდილობს, რომელიც აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიას ტერტერის, აღდამის, აღჯაბედის და გუბადლის რაიონების დაბომბვაში სდებს ბრალს.

ბაქოში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგემ საცეცხლე წერტილების წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღო და ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა.

სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის არმია ქიმიური იარაღის ელემენტების შემცველი თეთრი ფოსფორის გამოყენებაში დაადანაშაულა.