აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2 823 სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2 823 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2 823 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა, სადაც დაღუპულ მეომართა ფოტოები, სახელები, გვარები, დაბადების თარიღი და სამხედრო წოდებებია მითითებული.

სამინისტროს განცხადებით, უგზოუკვლოდ დაკარგული 30 სამხედრო მოსამსახურის ძებნა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, 50 პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 9 ნოემბერს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ დასრულდა.