აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლის აღების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლის აღების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას.

უწყების განცხადებით, ოპერაცია „ანგარიშსწორების“ ფარგლებში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს „გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეები და სხვა მნიშვნელოვანი დომინანტური სიმაღლე მცირე კავკასიონის მთათა ჯაჭვის, ყარაბაღის ქედის გასწვრივ“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია, სამხედრო ნაწილზე განხორციელდა ავიაიერიში იუხარი ორატაღის დასახლებაში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალები.