აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - კონტრშეტევა წარმატებულად მიმდინარეობს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - კონტრშეტევა წარმატებულად მიმდინარეობს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ამჟამად სამხედროები ცდილობენ, დაიკავონ სტრატეგიული სიმაღლეები, რომლებიც სომხეთს აქვს ოკუპირებული“.

„შეტევა გრძელდება სამი მიმართულებით ტერტერ-აგდამის, ფიზული-ჯობრაილის და მთა მუროვდათის მიმართულებით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, „კონტრშეტევითი ოპერაციის დროს გამოყენებულია არტილერია და ავიაცია“.

​სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.