აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანი რუსეთის სამხედრო წვრთნა „კავკასია 2020“-ში მონაწილეობას არ მიიღებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანი რუსეთის სამხედრო წვრთნა „კავკასია 2020“-ში მონაწილეობას არ მიიღებს

აზერბაიჯანი რუსეთის სამხედრო წვრთნა „კავკასია 2020“-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

როგორ უწყებაში განმარტეს, სექტემბერში რუსეთის სამხრეთით დაგეგმილ სწავლებებზე ორ აზერბაიჯანელ სამხედროს გაგზავნიან, რომლებიც მანევრებს მეთვალყურის სტატუსით დაესწრებიან.

სამხედრო სწავლება „კავკასია 2020“ სექტემბერში უნდა გაიმართოს. მანამდე სწავლებაში მონაწილებაზე უარი განაცხადა ინდოეთმაც.