აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ჯარისკაცების ტყვედ აყვანაზე ავრცელებს ინფორმაციას
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ჯარისკაცების ტყვედ აყვანაზე ავრცელებს ინფორმაციას

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ტყვედ აიყვანეს.

სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონში, სოფელ იუჰარ-აირიმის მიმართულებით სცადა შეჭრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, შესაბამისი ზომების მიღების შედეგად, დააკავეს მოწინააღმდეგის ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მიმავალი მომარაგების ხაზების დანაღმვას გეგმავდნენ.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, დილიდან აზერბაიჯანის საზღვართან, სომხეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე სამხედრო მანქანა და ტანკიც იყო მობილიზებული, რომელთა მოძრაობა შესაბამისი ზომების მიღების შედეგად შეჩერდა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სომხეთის თავადაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებით, დღეს დილით, გეღარქუნიქის რაიონში, აზერბაიჯნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს და შემდეგ ტყვედ აიყვანეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ტარდება ყველა ზომა სომეხი ჯარისკაცების უკან დასაბრუნებლად.