აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთის თავდაცვის მინისტრს სამძიმარი გამოუცხადა

17:43, 11.11.2025

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაჰირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს სამძიმარი გამოუცხადა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალი C130-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავმა ღრმად დამამწუხრა“, – აღნიშნავს აზერბაიჯანის თავდაცვის მდივანი და სამძიმარს უცხადებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსა და ახლობლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

მსგავსი