აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთმა კანდიდატმა ხაფიზ გაჯიევმა ილჰამ ალიევს მისცა ხმა
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთმა კანდიდატმა ხაფიზ გაჯიევმა ილჰამ ალიევს მისცა ხმა

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ხაფიზ გაჯიევმა ილჰამ ალიევს მისცა ხმა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ხმის მიცემის შემდეგ, გაჯიევმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მისცა.

ამასთან, გაჯიევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ზოგიერთმა ელემენტმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ყველა მონაწილეობს კენჭისყრაში. ამომრჩევლებს შეუძლიათ, თავისუფლად აირჩიონ მისთვის სასურველი კანდიდატი“.

აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია.

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობენ: პარტია „სახალხო ფრონტი ერთიანი აზერბაიჯანის“ კანდიდატი გუდრატ გასანგულიევი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ არაზ ალიზადი, „ეროვნული აღორძინების მოძრაობიდან“ ფარაჯგულიევი, „ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფიდან“ რაზი ნურულაევი, „თანამედროვე მუსავატის“ კანდიდატი ხაფიზ გაჯიევი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი კანდიდატები ზაჰიდორუჯი და სარდარ მამედოვი.