აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი კასპიის ზღვაში ჩავარდა
აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი კასპიის ზღვაში ჩავარდა

აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი „მიგ-29“ კასპიის ზღვაში ჩავარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კატასტროფა 24 ივლისს, საღამოს მოხდა. თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა, რა დროსაც რადარებიდან გაქრა.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელმაც ავიაკატასტროფის მიზეზი უნდა დაადგინოს. აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.