აზერბაიჯანის საგარეო უწყება – შეძრწუნებული ვართ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს
საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთს სამძიმარს უცხადებს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ღრმად შეძრწუნებული ვართ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი, მოძმე თურქეთის კუთვნილი C130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის ამბით. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს ამ მძიმე დანაკარგის გამო და გამძლეობას ვუსურვებთ დაღუპულთა ოჯახებს. აზერბაიჯანი ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდითაა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
Azərbaycandan Türkiyəyə istiqamətlənən qardaş Türkiyəyə məxsus C130 tipli hərbi nəqliyyat təyyarəsinin Gürcüstan ərazisində qəzaya uğraması xəbəri bizi dərindən sarsıtdı.
Bu ağır itki ilə əlaqədar qardaş Türkiyə xalqına və Silahlı Qüvvələrinə dərin hüznlə başsağlığı verir,…
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) November 11, 2025