აზერბაიჯანის საგარეო უწყება - საქართველოსთან საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივი საველე და აზომვითი სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - საქართველოსთან საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივი საველე და აზომვითი სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების ექსპერტების შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანულ სააგენტო „ონას“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატეს.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივი საველე და აზომვითი სამუშაოების ჩატარება.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, 19-23 აგვისტოს ექსპერტები ცალკეულ მონაკვეთებს ერთად დაათვალიერებენ და მომდევნო ეტაპზე, სხვა შეუთანხმებელი მონაკვეთების დათვალიერებას დაგეგმავენ.