აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქელბაჯარის რაიონში გადამღები ჯგუფის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქელბაჯარის რაიონში გადამღები ჯგუფის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქელბაჯარის რაიონში გადამღები ჯგუფის აფეთქებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს და აცხადებს, რომ სომხურმა დანაყოფებმა ტერიტორიის დანაღმვა აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების კონტრშეტევითი ღონისძიებების დროს განახორციელეს.

საგარეო უწყების განცხადებით, დანაღმვის მიზანი აზერბაიჯანისთვის დამატებითი ზიანის მიყენება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშეშლა იყო.

„საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ არ დახუჭონ თვალი სომხეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევაზე, მათ შორის ტერიტორიების განზრახ დანაღმვის პოლიტიკაზე და სომხური მხარისგან მოითხოვონ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს აზერბაიჯანის ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ქელბაჯარის რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნაღმზე აფეთქდნენ. მათთან ერთად დაიღუპა ამ რაიონში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არიფ ალიევი, ოთხი ადამიანი კი დაშავდა.