აზერბაიჯანის საგარეო უწყება – ჯეიჰუნ ბაირამოვმა და მაკა ბოჭორიშვილმა უხელმძღვანელეს ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრას, რათა განეხილათ თანამშრომლობის საკვანძო სფეროები
ჯეიჰუნ ბაირამოვმა და მაკა ბოჭორიშვილმა უხელმძღვანელეს ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრას, რათა განეხილათ თანამშრომლობის საკვანძო სფეროები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უწყება აღნიშნავს, განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
„საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და მაკა ბოჭორიშვილმა უხელმძღვანელეს აზერბაიჯანისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრას, რათა განეხილათ თანამშრომლობის საკვანძო სფეროები, მათ შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, რეგიონული დაკავშირებადობა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ასევე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Happening now: Foreign Ministers @Bayramov_Jeyhun and @MakaB__ led an expanded meeting between the delegations of #Azerbaijan 🇦🇿 and #Georgia 🇬🇪 to discuss key areas of cooperation, including energy, transport, regional connectivity, and prospects for enhancing bilateral and… pic.twitter.com/FtQRWWXU8K
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) July 22, 2025