აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების 17 მუხლიდან დადებითი შედეგები 15-ზე მიღწეულია
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების 17 მუხლიდან დადებითი შედეგები 15-ზე მიღწეულია

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების 17 მუხლიდან 15-ზე მიღწეულია დადებითი შედეგები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულება მოიცავს პრეამბულას და 17 მუხლს, რომელთაგან შეთანხმება 15 მუხლზე მიღწეულია და კითხვები რჩება ორი მუხლთან დაკავშირებით.

„ღია საკითხებზე მუშაობა გრძელდება, უკვე გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი და ტექსტის გაცვლა. ჯერ ვერ მოხერხდა სრულად შეთანხმებული ვერსიის მიღწევა“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.