აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთი დაძაბულობის განზრახ ესკალაციის პოლიტიკას ატარებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთი დაძაბულობის განზრახ ესკალაციის პოლიტიკას ატარებს

სომხეთის რესპუბლიკა ორი ქვეყნის საზღვარზე დაძაბულობის განზრახ ზრდის პოლიტიკას უკვე დიდი ხანია აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური დივერსიული ჯგუფის მიერ დანამღმვისა და დივერსიის განხორციელების მორიგი მცდელობები შესაძლოა მნიშვნელოვან საფრთხედ იქცეს აზერბაიჯანელი სამხედროებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. აზერბაიჯანი მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შემცირებას მოლაპარაკებების გზით და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს სახელმწიფოთშორისი საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობები დაუშვებელია. სომხეთმა თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის გაზრდას სასაზღვრო ზონაში და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნის საზღვრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.