აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზანგეზურის დერეფნის სომხეთზე გამავალ მონაკვეთზე შესვლა და გასვლა აზერბაიჯანიდან განხორციელდება
ზანგეზურის დერეფნის სომხეთზე გამავალ მონაკვეთზე შესვლა და გასვლა აზერბაიჯანიდან განხორციელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ზანგეზურის დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც შუა დერეფნის ახალ მიმართულებას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძირითად ნაწილში სომხეთის საზღვრის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების – 95 პროცენტი, ხოლო რკინიგზის პროექტის 75 პროცენტი დასრულებულია.
„ორივე პროექტის დასრულება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. ამჟამად ნახჭევანის რკინიგზის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. თურქეთ-ნახჭევანის რკინიგზის 42-კილომეტრიანი მონაკვეთი სომხეთის ტერიტორიაზე გადის. ეს ზანგეზურის დერეფნის ნაწილია. აღნიშნულ საკითხზე აშშ-სა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნის, შესვლა და გამოსვლა აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელდება. საპროექტო სამუშაოები წელს უნდა დასრულდეს, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2027 წელს დაიწყება. ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან შეიქმნება პირობები ევროპასთან დაკავშირების უზრუნველსაყოფად — თურქეთისა და აზერბაიჯანის გავლით“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.