აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – დამწუხრებული ვარ შატილის გზაზე ავარიის გამო, ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დამწუხრებული ვარ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია ჯეიჰუნ ბაირამოვის „ტვიტერის“ გვერდზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Very saddened to hear about the tragic road accident on the Shatili highway in Dusheti municipality of #Georgia. We express condolences to the families of those killed in the accident & wish speedy recovery to the injured. Our support & solidarity is with friendly People of 🇬🇪!
— Jeyhun Bayramov (@bayramov_jeyhun) August 24, 2020