აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან

აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და კიშინეუში შესაძლებელი გახადა მხარეთა პოზიციების უკეთ გაგება. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანი სომხური მხარისგან ელოდება ორმხრივ პოლიტიკურ ნებას სამ კონკრეტულ სფეროში უთანხმოების დასაძლევად, რომლებიც ორმხრივი დისკუსიების დღის წესრიგს წარმოადგენს.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი ჯერ არ არსებობს.